пятница, 27 сентября 2013 г.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა

სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:
საქართველოს სხვადასხვა კუთხის  კულტურა

კლასი -  IX კლასი
მონაწილეთა ასაკი: 14  წელი
განსახილველი ვადები:  ერთი თვე
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს  სხვადასხვა კუთხის კულტურას,არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეს განვუვითაროთ საქართველოსსხვადასხვა კუთხის კულტურის კვლევის,ინფორმაციის მოძიების,ამ კუთხისათვის დამახასიათებელი თავისებურებების დიფერენციის უნარი;არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ნიმუშების ანალიზის უნარ-ჩვევა; განვუმტკიცოთ ჯგუფში მუშაობის, ფუნქციების განაწილების, დროის ორგანიზების ჩვევები. განვუვითაროთ საპრეზენტაციო უნარები. განვუვითაროთ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების პრაქტიკული უნარები
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას,მისი არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. განივითარებენ ინფორმაციის მოძიების, კვლევის , ანალიზის, ჯგუფში მუშაობის, საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს.
რესურსები:
კომპიუტერი ინტერნეტით, ციფრული ფოტოაპარატი,ფურცლები, ფანქრები, შესაბამისი ლიტერატურა.
პროექტის მსვლელობა:
კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ვაძლევ  შესასრულებლად   დავალებებს.
პირველ ჯგუფს დაევალება საქართველოს ერთ -ერთი კუთხის იმერეთის შესახებ მოიძიოს ფოტო და ვიდეო მასალა ამ კუთხის კულტურული ღირშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესახებ.
მეორე ჯგუფი: კახეთის შესახებ მოიძიებს იგივე ინფორმაციებს
მესამეჯგუფი: აჭარის შესახებ მოიძიებს იგივე ინფორმაციებს

მეოთხე ჯგუფი: სამეგრელოს შესახებ მოიძიებს იგივე  ინფორმაციებს
ჯგუფებს ვაძლევ ერთთვიან ვადას სამუშაოს შესასრულებლად და ვადის ამოწურვის შემდეგ  ვადგენ პრეზენტაციის დღეს მათთან შეთანხმებით.
საგანთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგანი - საქართველოს ისტორია
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: IX.1.   IX.4.   IX.5 .   IX.6.  IX.7.
პროექტის ხელმძღვანელი:  სოფიო სახვაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
sofiosaxvadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/:
Sofiosaxvadze.blogspot.com